საქართველოს ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბო და ამავე დეპარტამენტის მრჩევლები მარსელ კაპი და მაქსიმ ლონგანგი ეწვივნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტზე საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-10 კონსოლიდირებული მოხსენების მომზადება, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისა და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალურ თემებს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.