მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიიდან გია ბარამიძის, გოკა გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილის ამოღება მოითხოვა
აღნიშნულის მოტივად ბრალდების მხარე ასახელებდა, რომ აღნიშნული პიროვნებები გამოკითხვის ოქმების თანახმად ზურაბ ჟვანიას დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ და სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდათ.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი ბარამიძე, გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი მოწმეთა ნუსხაში დატოვა.
გარდა ამისა, პროკურატურა დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიიდან ვასილ მაღლაფერიძის, ივანე მერაბიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გოგლა ჟვანიას ამოღებას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ ადვოკატებს მათი გამოკითხვის ოქმები არ წარმოუდგენიათ, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ აღნიშნული პირები დასაკითხ პირთა ნუსხაში დატოვა.
ამასთან, დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით დარჩნენ მიხეილ ძაძამიას თანამშრომლები.