პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სიღნაღის რაიონში, მშობლიურ სოფელ მაღაროში, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და შეახსენა, რომ თავადაც სოფელ მაღაროს საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. დავით უსუფაშვილმა სოლომონ დოდაშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა საზოგადო მოღვაწის როლი საქართველოში რესპუბლიკა ნიზმის იდეის დამკვიდრებაში.
ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სკოლის შენობაში სოლომონ დოდაშვილის ძეგლი და მუზეუმი გაიხსნა.