ილია მეორის ძმა გიორგი შიოლაშვილი გარდაიცვალა

ილია მეორის ძმა გიორგი შიოლაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ძმა - ბერი გიორგი (ვიქტორ) შიოლაშვილი გარდაიცვალა.

„სვეტიცხოვლის საძმო  უსამძიმრებს მის უწმინდესობას - ძმის ბერი გიორგის გარდაცვალებას,ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი..."- წერენ სვეტიცხოვლის „facebook"-გვერდზე.

„გარდაიცვალა ბერი გიორგი შიოლაშვილი (მისი უწმინდესობის ძმა) .

ღმერთმა აცხონოს მისი სული!"- წერენ დასავლეთ ევროპის ეპარქიის „facebook"-გვერდზე.