ამჟამად მიმდინარე ექსპერტიზის შედეგებთან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსჰუმაციის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც მათი შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებზე მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე დაკავებული პირების პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, რევაზ ნადოიმ განუცხადა.
პროკურორი ვადებს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მაღალი ალბათობით, ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება და ამ საკითხზე ჟვანიას ოჯახთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ექსჰუმაციის ჩატარება პირდაპირ კავშირშია ამჟამად მიმდინარე ექსპერტიზის შედეგებთან. ამ ექსპერტიზაში ჩართულები არიან საერთაშორისო დონის სასამართლო ექსპერტები და როგორც კი იქნება დასკვნები, ამ შედეგებზეა დამოკიდებული ექსჰუმაცია, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება 2005 წელს ჟვანიასა და უსუპოვის გვამების ექსპერტიზის დროს მათი შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებს", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.