პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფება

ღარიბაშვილი შექმნილ ვითარებას პირველად სოფელ დოლოგანში გაეცნო და ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მიიღო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება.

პრემიერი ქედის შემდეგ ბათუმს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ გურიის რეგიონს მოინახულებს.