ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ვიდეო თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა

ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ვიდეო თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ აშშ-ში მდებარე Youtube-ს სათაო ოფისიდან მიიღო.

როგორც პროკურორმა რეზო ნადოიმ განაცხადა, კონკრეტულ ქალაქს იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

"ჩვენ მიერ აშშ-ში Youtube-ის სათაო ოფისში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა იქნა გაგზავნილი, ამ ვიდეოს მფლობელზე  ინფორმაციის დადგენის მიზნით. იქედან მივიღეთ პასუხი. დადგენილ იქნა, რომ ეს ვიდეო ატვირთული იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან. კონკრეტულ ქალაქს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე, არ ვასახელებ. უახლოეს პერიოდში, თურქეთიდან უფრო მეტ ინფორმაციას ველით ამ მასალის თაობზე",-განაცხადა ნადომი და დასძინა, რომ თურქეთის მხარე საქმის კურსშია.

აღსანიშნავია, რომ მოსამსართლე მერაბ ჯორბენაძემ ზურაბ ჟვანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის პროცესზე ჰაკიმ ფაშას სახელზე გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებად დაურთო.