დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. აღნიშნულზე საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ეკონომიკური ფორუმი და უმეტეს შემთხვევაში მიდიან ის ადამიანები, ვინც ეკონომიკაზე უფრო თავდაჯერებულად საუბრობს. ამ შემთხვევაში ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივაა.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი აგებულია პერსონალურ მოწვევებზე. ამდენად, პერსონალურად შესაძლოა რამდენიმე ადამიანის მიწვევა, განსხვავებით გაერო-ს ასამბლეისა. ამ შემთხვევაში, თუკი მოწვევა ექნება პრეზიდენტსაც და პრემიერსაც, შესაძლებელია ფორუმზე ორივე გაემგზავროს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.