საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე "პირველ პრესკლუბში" ისაუბრა.
"პარლამენტარებს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებოდათ, განსაკუთრებით, უმრალესობის წევრებს. ბევრი კარგი მსმენია მათ შესახებ მაღალი კვალიფიკაციიდან, საქმიდან გამომდინარე. ახლა მიმდინარეობს განხილვები და ბუნებრივია, როგორც ფრაქციულად, ასევე უმრავლესობის ფარგლებში კონსულტაციებს გავივლით. რაც შეეხება ჩემ პოზიციას, გამიხარდებოდა თუ მხარდაჭერას მოიპოვებდნენ იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ კვალიფიციური კადრები არიან, პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით კარგი მაგალითი იქნებოდა",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს კვლავ ნინო ბაქაქურის და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.