პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ექსპერტიზა. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების: მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის საქმეში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ სახელდება არც მათი ვინაობა და არც მათი რაოდენობა.

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრები თანხმობას  აცხადებენ  ცხედრის ექსპერტიზაზე.

„ვართ მუდმივ კონტაქტში გამოძიებასთან. მხარს დავუჭერთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას“, - განაცხადა ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ.