საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ფორუმზე წარმომადგენლობითი დელეგაციაა საჭირო, მაშინ შესაძლებელია პრეზიდენტი წავიდეს.
"დავოსში ყოველთვის დადიოდნენ პრემიერ-მინისტრები, თუ იქ მთავრობის გასაკეთებელი საქმე იქნება უნდა წავიდეს პრემიერი, თუ არის მარტო წარმომადგენლობითობა საჭირო, ჩამოვედით და აქ ვართ, როგორც დადიოდა მიხეილ სააკაშვილი და არაფერი იქ არ კეთდებოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ვინ წარმოადგენს. თუ საქართველოს რაიმე ეკონომიკური შემოთავაზება ექნება საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის და მთავრობის საკითხებს აღარ წყვეტს ახალი, მოქმედი კონსტიტუციით",- განაცხადა ბერძენიშვილმა