2015 წლის ბიუჯეტი 9 350 000 000 ლარით განისაზღვრა

2015 წლის ბიუჯეტი 9 350 000 000 ლარით განისაზღვრა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის პირველადი განხილვა გაიმართა და ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 2015 წელს 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა და 4%-იანი ინფლაცია დაიგეგმა.

„გრანტებისა და საერთაშორისო კრედიტების ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 9 400 000 ლარით დაიგეგმა. თვითონ ბიუჯეტი კი 8 600 000 ლარის ფარგლებშია დაგეგმილი. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს ასიგნებებს, ის დაახლოებით იმავე დონეზე რჩება, რაც წლევანდელი წლის ასიგნებები იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.