როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, პრეზიდენტის გამგზავრება ეკონომიკურ ფორუმზე არ ნიშნავს, რომ პრემიერს-მინისტრი დავოსში არ უნდა წავიდეს.
"თუ ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია, ძალიან კარგი, მიმაჩნია, რომ მისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება შეხვედრები იმ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დავოსში იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ან მითუმეტეს მისი ხელმძღვანელი ამიტომ არ უნდა ესწრებოდეს ამ ფორუმს, ეს რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერის გადასაწყვეტია, მოახერხებს თუ არა წასვლას ამ ფორუმზე, მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება და აუცილებელიც, რომ ამ ფორუმს ესწრებოდეს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სხვა ეკონომიკური პროფილის სამინისტროებიც",-განაცხადა საგანელიძემ