პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აშანტაჟებს. ამის შესახებ განცხადებას „ქართული დასის“ ლიდერი აკეთებს. ჯონდი ბაღათურიას თქმით კადრები, რომელიც „ნაციონალებს“ აქვთ და რომელსაც კონკრეტული ადამიანების სამართავად იყენებენ სერიოზულ კომპრომატებს წარმოადგენს ამიტომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს უღირს მათი მოთხოვნების შესრულება. მისივე თქმით თუ „ნაციონალები“ მათ ხელთარსებულ კადრებს გამოაქვეყნებენ, ძალიან ბევრ ჩინოვნიკს ოჯახიც დაენგრევა და კარიერაც. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე.
„ნაციონალები ამ კადრებსა და ჩანაწერებს იყენებენ ამ კონკრეტული ადამიანების სამართავად. რამდენიმე ისეთი თანამდებობის პირია, რომ დარწმუნებული ვარ ისინი ამის გამოქვეყნებას არასოდეს დაუშვებენ და, შესაბამისად სიამოვნებით შეასრულებენ ნებისმიერ მოთხოვნას, ოღონდ ეს საჯაროდ, საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი. გასაჯაროების შემთხვევაში ამ ადამიანებს, ალბათ პირადი ცხოვრება და ოჯახიც დაენგრევათ და კარიერაც...“,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ „პრაიმ ტაიმთან“
მისივე თქმით მას ორჯერ დაუკავშირდა კონკრეტული ადამიანი და შესთავზა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე არსებული კომპრომატების გადაცემა.
„მე მქონდა შემთხვევა და არაერთხელ, რომ დამიკავშირდა კონკრეტული ადამიანი და მითხრა, გინდა ხელისუფლების საწინააღმდეგო კომპრომატები მოგცეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თუმცა, როგორც საუბრისას გაირკვა, ეს იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და უარი ვთქვი... როცა დამიკავშირდნენ, ჩავეძიე და დეტალურად მითხრეს, რა იყო ამ ჩანაწერებში. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან პირადი და გარყვნილი შინაარსის ჩანაწერები... ძალიან მაღალი თანამდებობის პირებზე იყო საუბარი, ეს ადამიანები ქვეყნის მართვაში მონაწილეობენ, თანამონაწილეები არიან და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ“,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ „პრაიმ ტაიმთან“
ჯონდი ბარათურიას განცხადებით მას არ შეუძლია დაასახელოს იმ პირის ვინაობა ვინც მას ფარულად გადაღებული კადრები შესთავაზა, რადგან ამ ადამიანმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.
304
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85