ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ბესლან ბუთბა დაინიშნა. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა. ე.წ. პრემიერ-მინისტრს დაევალა "მინისტრთა კაბინეტის" პერსონალური შემადგენლობის წარდგენაც.
გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ასლან ბჟანია, რომლის ადგილსაც ზურაბ მარღანია დაიკავებს.