სოციალურად დაუცველთა შეფასებისას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის აზრს არ გაითვალისწინებენ

სოციალურად დაუცველთა შეფასებისას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის აზრს არ გაითვალისწინებენ

სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებისას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის სუბიექტური აზრი გათვალისწინებული არ იქნება , ასევე ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს ოჯახში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაგალითად ტელევიზორი, მაცივარი და სხვა პირველადი მოხმარების საგნები.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთა მდგომარეობის შეფასების ახალ მეთოდიკაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გაიოზ თალაკვაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ისაუბრა. თალაკავაძის თქმით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების შეფასების კრიტერიუმები Unisef-თან ერთად მომზადდა. თალაკვაძის განმარტებით, შეფასების ქულების დადგენისას მთავარი განმსაზღვრელი იქნება ოჯახის შემოსავალი და თუ ოჯახს შემოსავალი აქვს, ის სიღარიბის ზღვარს მიღმა პირთა კატეგორიაში არ შევა.

დღეის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია 428 000 ბენეფიციარი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სააგენტო გეგმავს ბენეფიციართა რაოდენობის იმ გზით შემცირებას, რომ მოხდეს მათი დასაქმება.