კოალიციის ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს

კოალიციის ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

წუხანდელ ავიაშეტევებში აშშ-სთან ერთად, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები მონაწილეობდნენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას "ისლამური სახელმწიფოსთვის" ყოველდღიურად 2 მილიონი დოლარის შემოსავალი მოჰქონდა.

სირიის ადამიანის უფლებათა ობესერვატორიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ავიაშეტევების შედეგად 14 "ბოევიკი" და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.