საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი განმარტებით, საფრანგეთმა უკვე შეიტანა წვლილი „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც გადაწყვიტა, რომ საჰაერო იერიში მიეტანა ერაყელ ტერორისტებზე:
„ვაშინგტონისგან განსხვავებით, ჩვენ შევწყვეტთ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას ერაყელი „ბოევიკების" წინააღმდეგ", - განაცხადა ოლანდმა.
ოლანდმა განმარტა, რომ არ აპირებს იმ ხელშეკრულების დარღვევას, რომელიც დადებულია საფრანგეთს და ერაყს შორის.