ილია II: ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ

ილია II: ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან.

საპატრიარქოში შეხვედრას პოეტი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომეხთა კავშირის, ასევე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათა შორის ურთიერთობების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობების გამყარებაზე და კეთილგანწყობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან რთულია. სომხეთი დასაქართველო ეს არის ოაზისი მუსლიმურ სამყაროში. მახსენდება ჩემი შეხვედრა რომის პაპთან ვატიკანში. მანგადმოიღო ატლასი და საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ნახა. მითხრა, თუ როგორირთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოსა და სომხეთს, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი.ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან ხშირია შემთხვევა,როცა ესა თუ ის წარმომადგენელი ჩვენი ერის, ეს იქნება ქართველი თუ სომეხი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომავნებს ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა საქართველოში სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი და მასთან საუბრის დეტალებიც  გაიხსენა. პატრიარქის თქმით, მან აცნობა გარეგინ მეორეს, რომ სომხეთიდან საქართველოს მიმართ გაერო-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ბევრი უარყოფითი წერილები იგზავნება.

მე ვუთხარი მას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვწერდეთ ერთმანეთზე, საქართველო არ დაწერსარავითარ უარყოფითს საერთაშორისო ორგანოზაციებში. ასე რომ,  თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ გესმით,  რასნიშნავს ჩვენი სიახლოვე. როცა კარგად იყო საქართველო, კარგად იყო სომხეთიც და პირიქით, როცა ცუდად იყოსაქართველო, ცუდად იყო სომხეთიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს. მე მინდავთქვა, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები კარგად გრძნობენ ამას, მე მადლობელი ვარ ამ ყურადღებისა დაგაგებისათვის", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

შეხვედრაზე მყოფმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს ტკივილი მათი ტკივილია. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაგებით ეკიდება მათ სპეციფიკურ საკითხებს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთად ნებისმიერ პრობლემას გადალახავენ.

ნებისმიერ პრობლემას კეთილგანწყობისა და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გადავწყვტთ", - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.