ოზურგეთის საავადმყოფოში ჩვილების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ოზურგეთის საავადმყოფოში ჩვილების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

როგორც "პირWელს" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფრომა ლადო კეპულაძემ განუცხადა, სამინისტრო ჯგუფი ოზურგეთში საკითხის შესასწავლად უკვე გაემგზავრა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი ადგილზე კომისიური წესით განიხილავს სამედიცინო დოკუმენტაციას, მედპერსონალს გაესაუბრება და განმარტებებს ჩამოართმევს, ამის შემდეგ კი დოკუმენტაცია ექსპერტებს გადაეცემათ, რომლებიც სარეცენზიო დასკვნას გააკეთებენ.

"როცა ჩვენ ამ დასკვნას მივიღებთ და შეჯერდება სამინისტროსა და დამოუკიდებელი რეცენზენტების დასკვნები, სამინისტროს პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭო იმსჯელებს, რა შეცდომა, რა ხარვეზი რა დანაშაული აქვს მედპერსონალს ჩადენილი კონკრეტულ შემთხვევაში და პროფესიული თვალსაზრისით, რა ზომა შეიძლება გატარდეს მათ მიმართ",- განაცხადა

მისივე თქმით, საქმეზე ძიება შსს-მაც დაიწყო და თუკი გამოვლინდა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც, ამაზე შესაბამის რეაგირებას სამართალდამცველები მოახდენენ.

დასკვნა დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად.