აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ პირთა და დაჯგუფებების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არიან შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სიაში ასევე მოხვდა ჩეჩენი მებრძოლი მურად მარგოშვილი.

"მურად მარგოშვილი სირიაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ლიდერია, რომელმაც სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ააშენა", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, შავ სიაში მოხვედრილი ადამიანები ტერორისტების ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.