"სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნა საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს"

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი „Foreign Policy-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ეხმაურება.

„მე ვფიქრობ, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის, ერთის მხრივ, მას აქვს ინტერესები გლობალურ პოლიტიკაში, მას სურს მხარი დაუჭიროს დასავლეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თუმცა საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს. საქართველოსთვის წინა თვეს MAP რომ მიეცათ, ამ იდეას საქართველოში დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, ახლა კი შეიძლება ადამიანებმა იკითხონ - რატომ ვშვებით ამას, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ნატო-ში მიგვიღონ. არ მინდა ეს საკითხი საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკურად დაყოფის მიზეზი გახდეს“,-აცხადებს მიტჩელი.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.