"საქართველოს გადასაწყვეტია, რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში"

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, "ტერორიზმი საყოველთაო საფრთხეა, მით უფრო, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთ ლიდერს კავკასიასთან წარსულში კავშირები ჰქონდა".

"ამ ვითარებაში ისინი აკვირდებიან ყველას, იმისდა მიხედვით, ვინ რას აკეთებს. არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფო", არამედ ტერორისტული ჯგუფები, ზოგადად, გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, მიმაჩნია, რომ საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია",-აცხადებს შვედი დიპლომატი.

ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ს ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.