საქართველო არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოს უერთდება

საქართველო არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოს უერთდება

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მიერთების პროცედურები საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო.

"წელს დავიწყეთ სასამართლოსთან მიერთების პროცედურა. ივლისში ყველაფერი გადავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტს, იმედი მაქვს, რომ ის ამ საკითხს ძალიან მალე განიხილავს და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ გადაწყვეტილებით, რომ მიუერთდეს საარბიტრაჟო სასამართლოს, საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ვალდებულებას, იმოქმედოს კანონისა, მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის ჰიუგო სიბლეზის თქმით, საქართველო აღნიშნული სასამართლოს 117-ე წევრი იქნება.