ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი შესაძლოა ქონების გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ„ალიასთან" ინტერვიუში ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს. მისი განმარტებით, სააკაშვილის ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, შესაძლოა, 10 მილიონი ლარი დამატებითი ჯარიმა დაეკისროს.
„მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ძიებას შეუძლია, თავისიეტაპი წარმატებით დაასრულოს, საქმე გადაიგზავნოს სასამართლოში და განაჩენი დადგესდაუსწრებლად. განაჩენის დადგენისას სასამართლო იმავდროულად წყვეტს ისეთ საკითხებს,როგორიც არის, მაგალითად, დამატებითი ჯარიმა, არსებობს ასევე პროცედურა უკანონოდ შეძენილიქონების ჩამორთმევის. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი - შეიძლება პირს დაეკისროს ისეთი ოდენობისჯარიმა, დამატებითი სასჯელის სახით, რომელიც აანაზღაურებს ბიუჯეტისთვის მიყენებულზარალს. ვთქვათ, სააკაშვილს მიუსაჯეს 15 წელი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დამატებითსასჯელად მას დაეკისროს 10 მილიონი ლარი ჯარიმა. ეს აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში.სააკაშვილის დროსაც ასე ხდებოდა, მისი ხელწერაა და, ალბათ, ახლა მისავე მეთოდს გამოიყენებენმის წინააღმდეგ", - აცხადებს ნიკოლაძე.