სოფელ შემოქმედიდან ევაკუირებული 10 ოჯახიდან რამდენიმე საკუთარ სახლებში დაბრუნდა

სოფელ შემოქმედიდან ევაკუირებული 10 ოჯახიდან რამდენიმე საკუთარ სახლებში დაბრუნდა

მდინარე ბჟუჟის წყლის დონემ დაიწია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის რაიონის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განუცხადა, წუხანდელმა ღამემ ოზურგეთში მშვიდობიანად ჩაიარა. 
ღამით დროგამოშვებით წვიმდა. 

მისივე ინფორმაციით, სოფელ შემოქმედიდან ევაკუირებული 10 ოჯახიდან რამდენიმე, საკუთარ სახლებში უკვე დაბრუნდა.

ცოტა ხანში გაირკვევა როდის აღდგება სასწავლო პროცესი სოფელ შემოქმედის სკოლაში.

უამინდობის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა და პრობლემები შეუქმნა სკოლას, ასევე საცხოვრებელ სახლებს, დატბორილია წყალსაცავი, საიდანაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა. სოფელ შემოქმედში სასწავლო პროცესი გუშინ შეწყდა.