„მარგველაშვილის განცხადებას „ოცნებაში“ შიში მოჰყვა... ისინი პანიკაში და ისტერიკაში არიან...“

„მარგველაშვილის განცხადებას „ოცნებაში“ შიში მოჰყვა... ისინი პანიკაში და ისტერიკაში არიან...“

„ქართული ოცნება“ ისტერიკაშია და პრეზიდენტის განცხადებას, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი მმართველ გუნდში პანიოკა მოჰყვა-ასე გამოეხმაურა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემთხვევაში პრეზიდენტი შეიწყალებს.

„გარკვეულად შიშები გაჩნდა „ქართულ ოცნებაში“, რომ გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება არაორდინალური ნაბიჯი გადადგას. ზუსტად ვიცი, მარგველაშვილის განცხადებას, თუკი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, ის დაითხოვს პარლამენტს, დეპუტატების სერიოზული ისტერიკები და შიში მოჰყვა, ისინი პანიკაში არიან... წავა თუ არა მარგველაშვილი ამ ნაბიჯზე და დაითხოვს თუ არა პარლამენტს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ სულ უფრო მეტი მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომ ლაპარაკობს იმაზე, რომ მარგველაშვილი უნდა გადადგეს, ეს ფაქტია. მარგველაშვილი კონტრღონისძიებებზე მიდის, ჯერჯერობით ერთმანეთს აშინებენ და ორივე მხარე კონსტიტუციას იშველიებს“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ „ალიასთან“