„კაცი, რომ გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, უბრალოდ არ უნდა მოგინდეს“...

„კაცი, რომ გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, უბრალოდ არ უნდა მოგინდეს“...

საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ დაპირისპირებასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის შეცდა გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი ეხმაურება. გაზეთ „საქართველო და მსოფიოსთან“ ინტერვიუში აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ მარგველაშვილის ყოველთვის იყო „ასეთი“ და ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი, რომ მასში შეცდა.

„დავანებოთ თავი მარგველაშვილს, ის კი არ შეიცვალა, ასეთი იყო და უბრალოდ, გამოჩნდა ეს. ახლა რაც შეხება ივანიშვილს, მან ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა 2012 წლის ოქტომბრის არჩვენების სახით, მაგრამ ახლა იმაზე საუბარი, რომ ვიღაც ასეთი მეგონა და სულ სხვანაირი ყოფილაო, აზრი არ აქვს. კაცი, რომ გეტყვის, პლასტელინი ვიქნებიო, იმ კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, უბრალოდ არ უნდა მოგინდეს. აი, სად დაუშვა ივანიშვილმა შეცდომა. ასე, რომ რაც დღეს ხდება, ეს უკვე მარგველაშვილის კი არა მისი ბრალია“,-განაცხადა აკაკი ასათიანმა „საქართველო და მსოფლიოსთან“