მაია ფანჯიკიძე - ირაკლი ღარიბაშვილსა და ბარაქ ობამას სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის თემაზე არ უსაუბრიათ

მაია ფანჯიკიძე - ირაკლი ღარიბაშვილსა და ბარაქ ობამას სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის თემაზე არ უსაუბრიათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის თემაზე არ უსაუბრიათ. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, ისევე, როგორც ეს თემა არ დგას დღის წესრიგში და საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას IშIშ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო თვალსაზრისით, არავითარ შემთხვევაში. ეს განცხადება მე მგონი ყველამ გააკეთა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. ამერიკის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი დღეს გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით იმყოფებოდა.

Fორეიგნ Pოლიცყ-ის ცნობით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. "საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება. დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა და აღნიშნული არ დაადასტურა. გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. "თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, უზუსტობა დაუშვა. როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.