რუსული აგრესია ევროპაში ძირითადი გლობალური რისკის ფაქტორების რიცხვშია

რუსული აგრესია ევროპაში ძირითადი გლობალური რისკის ფაქტორების რიცხვშია

რუსული აგრესია ევროპაში ძირითადი გლობალური რისკის ფაქტორების რიცხვშია. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის აგრესია ევროპაში იმ დღეებს გვახსენებს, როდესაც დიდი ერები მცირე ერებს თელავდნენ, როდესაც თავის ტერიტორიულ ამბიციებს იცავდნენ", - აღნიშნა ობამამ. მან თავის გამოსვლაში რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და დაუბრუნდეს თანამშრომლობის გზას.

ამავდროულად, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად, თუ ის მიმდინარე პოლიტიკურ კურსს შეიცვლის. მისივე თქმით, 5 სექტემბერს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იძლევა დიპლომატიისა და მშვიდობის გზაზე გასვლის შანსს. "თუკი რუსეთი ამ გზას ირჩევს, ჩვენ გავაუქმებთ სანქციებს და მივესალმებით რუსეთის როლს საერთო გამოწვევების დარეგულირების საკითხში", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.