"შესაძლებელია მაღალ დონეზე ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე "Foreign Policy"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპზე არანაირ მისიაში მონაწილეობას არ აპირებს.

"ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ მისიაში მონაწილეობას, არც იგეგმება რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები რაიმე სხვა მისიებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას. იქ სადაც ვართ, იქედანაც იწყება გამოსვლის პროცესი. შესაძლებელია რაღაც გარკვეული საუბრები მაღალ დონეზე არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მაგრამ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული არ არის და ამაზე არ არის ჯერჯერობით არანაირი საუბარი",-განაცხადა აბაშიძემ.