პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გენერალური დებატები გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა გახსნა. დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ასევე იმყოფებოდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის სახელით გაიმართა.