პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ „აფხაზთა კრებას“ უერთდება

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ „აფხაზთა კრებას“ უერთდება

გაერთიანების ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, „აფხაზთა კრება“ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბება. 

"27 სექტემბერს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება როგორც ყოველთვის, მივა გმირთა მოედანზე, შემდეგ კი ჭადრაკის სასახლეში „აფხაზთა კრება“ გაიმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "დაბრუნება" ატარებს. სხდომაზე განიხილება საკითხები, რომელიც ყველასთვის, კერძოდ ჩვენი პარტიისათვის მტკივნეულია - საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური მოედანი დატოვა და რეალურად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეცვლა არჩევითობის პრინციპით არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყრილობა განიხილავს ამ საკითხს. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება უერთდება და აუცილებლად დაესწრება აფხაზთა კრებას, სადაც წარვადგენთ ჩვენ ხედვას ამ მიმართულებით. კერძოდ, ინიციატივებს იმის შესახებ, თუ რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ აღნიშნული მომართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს",- განაცხადა დავითაიამ.