დავით ნარმანია ე.წ

დავით ნარმანია ე.წ "ბოშების ბაზრობის" მოვაჭრეების პროტესტს გამოეხმაურა

როგორც თბილისი მერი აცხადებს, დიდუბის გამგებელი ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულია და მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება.

"ბოშების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ადგილზე უშუალოდ ვიყავი მე და მე ჩავერთე მოლაპარაკებაში მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას შორის, საიდან გამომდინარეც ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები უზრუნველყოს ალტერნატიული ფართით და აუნაზღაუროს კუთვნილი თანხა. დიდუბის გამგებელი ყოველდღიურად ჩართულია ამ პროცესებში და ჩვენ რასაკვირველია, ვეხმარებით მათ მოლაპარაკებების პროცესში",-განაცხადა ნარმანიამ

16 სექტემბერს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების განცხადებით, ადმინისტრაციისგან მიიღეს პასუხი, რომ ბანკმა მათთვის დახმარება არ დაამტკიცა, რის გამოც ისინი კომპენსაციის და ალტერნატიულ ფართს ვერ მიიღებენ.