„საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნა არ იგეგმება“

„საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნა არ იგეგმება“

პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე Foreign Policy-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ჯანელიძის თქმით, სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთვნელი ბაზის შეთავაზებაზე გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ გაუგებრობაა, რომელიც უცხოურ პრესაში გავიდა.

„არავითარი სამხედრო ბაზის, მითუმეტეს სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე არ იგეგმება. ეს ალბათ, გაურკვევლობაა, რომელიც უცხოურ პრესაში გავიდა. მსგავსი მოქმდება საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან არ იგეგმება. რაც შეეხება ICC-ის წინააღმდეგ მოქმედ კოალიციაში საქართველოს ჩართულობას, ეს ძირითადად ჰუმანიტარული მისიებით შემოიფარგლება“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ჟურნალისტ ჯონ ჰადსონის სტატია Foreign Policy-მ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა. მასში მოყვანილია არჩილ გეგეშიძის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შესთავაზა ანტიტერორისტულ კოალიციას სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, შტატებს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თავად არჩილ გეგეშიძემ კი მასზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.