სტიქიის გამო აჭარაში სამაშველო სამსახური რეზერვის დამატებას ელოდება

სტიქიის გამო აჭარაში სამაშველო სამსახური რეზერვის დამატებას ელოდება

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე აჭარაში 150-მდე მაშველია მობილიზებული, სამაშველო სამსახური რეზერვის დამატებას ელოდება, რის შემდეგაც აჭარაში 200-ზე მეტი მაშველი იმუშავებს.

როგორც აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს.

„სამაშველო სამსახურს 50-ზე მეტი გამოძახება ჰქონდა. გამოძახებების ერთ ნაწილზე სამაშველო სამსახურს რეაგირება გვქონდა, გადაუღებლად წვიმს და აზრი არა აქვს, სანამ წვიმა არ გადაიღებს. წყალი რომ ამოვტუმბოთ, ეს წყალი ხომ უნდა გავიდეს სადმე, ადგილი არ არის წყლის გასასვლელი, ისეთი მდგომარეობაა. დახმარებისთვის მოგვმართეს ხელვაჩაურიდანაც. რთული მდგომარეობაა ეკომიგრანტებით დასახლებულ ტერიტორიაზე, რომელიც გზიდან დაბალზეა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფები, თუ წვიმამ არ გადაიღო, ვერაფერს გავაკეთებთ“,- განაცხადა თურმანიძემ.