ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კითხვები შსს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების გამოძიებას შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კითხვები შსს ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების გამოძიებას შესახებ

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ჩვილი ბარბარე რაფალიანცის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების და ამ ფაქტის კოალიცია ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენების შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა. კომისიის შექმნაზე უარის თქმით, ქართულმა ოცნებამ გააღრმავა საზოგადოებაში არსებული ეჭვები რომ მისი ლიდერები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულ სიმართლეს მალავენ. ამ ტრაგედიის მიზეზების დადგენის საზოგადოებრივი ინტერესის ზრდის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გამოძიების მიმართ. მივმართავთ შსს–ს გასცეს პასუხი მოცემულ კონკრეტულ კითხვებს და მოახსენოს საზოგადოებას გამოძიების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, გამოვთქვამთ იმედს რომ მინისტრი ჭიკაიძე შეწყვეტს პარლამენტში მოსვლისთვის თავის არიდებას და აქტუალური კითხვებისთვის პასუხის გაცემას.

1.     რატომ არ არის გამოძიებული მოცემული საქმე ბოლომდე მიუხედავად მაშინდელი შსს-ს მინისტრის, დღეს უკვე პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა, რომ „ყველაფერი ნათელია და საქმის გამოძიება ორ თვეში დამთავრდება“, რომელიც მან 2012 წლის ნოემბერში გააკეთა?

2.     რატომ აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ბებია და ბაბუა, რომ ქართული ოცნება არის დამნაშავე მათი შვილიშვილის გარდაცვალებაში?

3.     რატომ აცხდებს გარდაცვლილი ბავშვის დეიდა, რომ ქართული ოცნება არ არის დაინტერესებული გამოძიებაში?

4.     რატომ იყო ტრაგედიის ადგილას წინასწარ მობილიზებული ტვ-9-ს ჟურნალისტები და პირდაპირი ჩართვის მანქანა?

5.     რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ამ გამოძიებაში მონაწილე ყველა პოლიციელი და პროკურატურის მუშაკი?

6.     როგორ მოხვდა ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიო ირაკლი ალასანია, რომელიც იყო ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი და ქართული ოცნების სამეგრელოს შტაბის უფროსი და შესაბამისად არჩევნების წინა ღამეს უნდა ყოფილიყო ზუგდიდში?

7.     როგორ მოხვდნენ ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ქართული ოცნების ადვოკატები - ლალი ბიწოშვილი და ვანო მხათრიძე?

8.     რატომ უკავიათ ადვოკატ ბიწოშვილის მიერ ნახსენებ რაფალიანცის საქმეში გარეულ ყველა ორგანიზატორს (ჯანყარაშვილი, მხათრიძე, ბერიკაშვილი) მაღალი სახელმწიფო თანამდებობები?

9.     როგორ მოხვდა ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ქ. გურჯაანში მანანა ბერიკაშვილი?

10.   როგორ მოხვდა, რომ ქართული ოცნების ყველა იქ მყოფი ლიდერი და ადვოკატი, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და დეტალებში გაურკვევლად (ამის დრო მათ არ ჰქონდათ) აკეთებდა ერთნაირ განცხადებებს?

11.   რატომ არ გააკეთეს განცხადებები დაღუპული ბავშვის ოჯახის დედ-მამამ, ხოლო მამიდამ კი განცხადება მხოლოდ ერთი საათის შემდეგ ქართული ოცნებასთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა?

12.   დაიწყო თუ არა დამატებითი გამოძიება ადვოკატ ლალი ბიწოშვილის განცხადებების გამო? და თუ არა - რატომ?

13.   ადვოკატი ბიწოშვილი დღეს აცხადებს, რომ იგი შანტაჟით აიძულეს გაეკეთებინა ჩანაწერი. აღიძრა თუ არა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე? დაკავებულია თუ არა შანტაჟისტი? და თუ არა რატომ?