საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფილიპ დიმიტროვს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მოსამზადებელ პროცესში შეტანილი წვლილისა და გაწეული მუშაობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.