სპორტსმენების უკმაყოფილება ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც კურტანიძემ ნაკრების მწვრთვნელები გაათავისუფლა.
მოჭიდავეების ნაწილი მწვრთვნელების უკან დაბრუნებას, ნაწილი კი დამატებით ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
“ეს პიროვნება არ არის საპრეზიდენტო და არაა ის ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია გაუძღვეს ჩვენი სტილის მოჭიდავეებს. ძალიან სუსტია მენეჯმენტში, არ გააჩნია ორგანიზების ნიჭი, ბიჭებთან ურთიერთობა არ აქვს. ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან და მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობა ეყვარება”, - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.
ცნობისთვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ბეგი დარჩია და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთვნელი რევაზ მინდორაშვილი თანამდებობიდან გააათავისუფლა, რის მიზეზადაც მსოფლიო ჩემპიონატზე არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა.