ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში რეგულარული ავიარეისების აღდგენამ, საწყის ეტაპზე, თბილისსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.

"მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში პრაღაში ოქტომბრის შუა რიცხვებში მორიგი შეხვედრა გაიმართება", _ აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.