ნოშრევან ნამორაძის პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ნოშრევან ნამორაძის პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

პროცესი დატოვეს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავამ და ძმამ გიორგი კოდუამ. მათი გაღიზიანება ნოშრევან ნამორაძის დაცვის მხარის მიერ ნამორაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და მისი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებამ გამოიწვია.

ადვოკატის შუამდგომლობის გამოცხადების შემდეგ, ლაურა ღაჭავა შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად საქალაქო სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პროცესის დაწყების წინ ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკებაც მოხდა.