ალექსი პეტრიაშვილი - პრეზიდენტს დახმარება სჭირდება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები

ალექსი პეტრიაშვილი - პრეზიდენტს დახმარება სჭირდება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები

პრეზიდენტს სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში,  თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს განუცხადა. 

"პირველი არის ის, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას ამ კომუნიკაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მეორე - რაც ძალიან მნიშვნელოვანია  - პრეზიდენტს სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში, თუ სად გადის პასუხისმგებლობის სფეროებს შორის ხაზები. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, ვინ ვისი გარანტია, ვინ  - აღმასრულებელია. პრემიერის, მთავრობის გუნდის მხრიდან ასეთი მზაობა არის, მაგრამ ეს მზაობა დაყრდნობილი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 
მისივე თქმით, მთავრობას მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ვაკუუმი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ ურთიერთობაში და ამ ვაკუუმის შესავსებად საჭიროა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ნება. 

"საჭიროა,  მან ყურადღებით მოუსმინოს მთავრობას, საკანონდებლო ხელისუფლებას. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, საგარეო პოლიტიკაზე, რეფორმების განხორციელებაზე, აგრეთვე უმუშევრობის, ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაზე და არა იმაზე თუ ვისი გარანტორია და ვის რა პასუხსიმგებლობა აკისრია", - განაცხადა პეტრიაშვილმა