საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება გულისხმობს მთავრობისა და პარლამენტის გაასმაგებულ კოორდინაციას", -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს.
უმრავლესობასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.