ასლან აბაშიძის შვილის, ბათუმის ყოფილი მერის გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი დასრულდა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აბაშიძეს ექიმის დანიშნულების გარეშე მეტადონის მოხმარება დაუმტკიცდა.
სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ამ პრეპარატის სამკურნალო დანიშნულებით მიღება.
აბაშიძის ადვოკატის რამინ პაპიძის განცხადებით, ისინი ბათუმის სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.