თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში, ერთი დელეგაცია უნდა გამგზავრებულიყო და კარგია, რომ ასეც ხდება, - ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს 133-ე სკოლაში განუცხადა, სადაც მან მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
"გაერო-ში აუცილებლად ერთი დელეგაცია უნდა წასულიყო და ასეც შედგა. კარგია, რომ ერთი დელეგაცია გაემგზავრება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და წარმოადგენს საქართველოს", - განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიშალა და საქართველოს დელეგაციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.