სტიქია მუნიციპალიტეტში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ორი თემის - ჩორჩანისა და ლელოვნის გაერთიანებას შეუქმნა.
სულ დაზარალებულია 7 სოფელი: კახარეთი, ლელოვანი, სამყური, ამხერი, დიდი სმადა, პატარა სმადა და ჩორჩანი.
,,განადგურებულია ხეხილი, ფოთოლი აღარ არის შერჩენილი, ნაყოფზე საუბარი ზედმეტია. მე პირადად, არასდროს მინახავს ასეთი უხვი რაოდენობის ნალექი, თოვლივით იდო, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა სოფელში მისასვლელი შიდა გზები, სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები“, - განუცხადა ,,პირWელს“ ადიგენის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგებს შეისწავლის, რის შემდეგაც ინფორმაცია ცენტარალურ ხელისუფლებას მიეწოდება.