"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია გაიმართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. "მეიდანი არ იქნება", "ქვეყანას არ აგარევინებთ", "არ გაგივათ" , - ამ პლაკატებით ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" წევრებმა "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდეს, რომ ქვეყანა არ არიონ.

როგორც "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურა ქადაგიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ დაძაბულობა ქუჩაში გადავიდეს, რადგან მათ სურთ ხალხი ერთმანეთს გადაკიდონ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არის მეხუთე კოლონა.

"საქართველოში "საბოტაჟნიკები" მალე აღარ იარსებებენ. თუ საზოგადოებას ასე გამოიწვევთ, მალე სახლშიც შეგექმნებათ პრობლემები. თქვენ ხართ მეხუთე კოლონა, ქვეყნის მტრები და ჩვენ ქვეყანას არ აგარევინებთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ისინი დღეს არაფერს აპროტესებენ, უბრალოდ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ არც ერთმა "ნაციონალმა" ვერ შეძლოს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა და არეულობის მოწყობა.