"ლიბერთი ბანკი" დავით ნარმანიას განცხადებაზე პასუხს დღის განმავლობაში გაავრცელებს

"ლიბერთი ბანკი" თბილისის მერის განცხადებაზე საპასუხო განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ განუცხადა.

გურგენიძის თქმით, დავით ნარმანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ჯერ არ იცნობს.

"გავეცნობით განცხადებას და შემდეგ გავაკეთებთ ბანკის სახელით განცხადებას", - განაცხადა გურგენიძემ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის წინა მთავრობასა და "ლიბერთი ბანკის" გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ შეისწავლა მერიასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2010 წელის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ. ნარმანიას ინფორმაციით, აღნიშნული ბანკი მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხდებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა.