პრემიერმა ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

პრემიერმა ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას ADEX-2014-ს ეწვია.

ექსპოზიცია, რომელიც აზერბაიჯანის თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროების ინიციატივით იმართება, პრემიერს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოების მინისტრმა დაათვალიერებინა.

გამოფენაში მსოფლიოს 34 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.