საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
დღეს დილით ირაკლი ღარიბაშვილი "თეთრი ქალაქის" პროექტს გაეცნო. "თეთრი ქალაქი" - ეს არის მაშტაბური პროექტი, რომელიც 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
"თეთრი ქალაქის" პროექტირება საერთაშორისო არქიტექტორების დახმარებით მოხდა. ის აერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და სარეკრეაციო ზონებს ყველა ასაკის ადამიანისთვის.